1997წლის 8 მარტი
     წამმა წუთი შეცვალა,წუთმა-საათი,საათმა-დღე,დღემ კი წლები…16 წელი გავიდა მას შემდეგ,რაც საავადმყოფოს კარებიდან გამოსულმა ექიმმა გარეთ მყოფ საზოგადოებას ამცნო: “გოგოა,გოგო”…
    რა მალე გავიდა ეს წლები და რა მალე მოვიტოვე უკან ჩემი ბავშვობა,უდარდელი წლები.ბავშვი, რომელიც მხოლოდ იმიტომ ტიროდა, რომ სასურველი ფეხსაცმელი არ ჩააცვეს,ან იმიტომ რომ ბაღში ცოტა საჭმელს აძლევდნენ და მსგავს სისულელეებზე,რომელიც მაშინ ჩემთვის დიდ რაღაცას წარმოადგენდა…
    ყველა ბავშვი თავისი ლექსიკური მარაგით გამოირჩევა და ასევე მეც. მაგალითად:ბებიას ბაბუას ვეძახოდი და ბაბუას ბებიას,წყალს-“ნწაის”,ღმერთს-ღემტოს და მრავალი სხვა…როცა მახსენებენ ჩემს ბავშვობას ძალიან მსიამოვნებს.ძალიან ჭირვეული ვიყავი,მაგრამ ძალიან ლამაზი და ფუტკუნა(როგორც ეხლა)განსაკუთრებით მიყვარდა მამიდას ჩამოტანილი თეთრი კაბა,საყვარელი სათამაშო იყო ჟირაფი და ბარბი.მიყვარდა ზღაპარი წითელქუდა და ვიყავი ძალიან ცანცარა…
     ჩემს მეზობლად 2 გოგონა ცხოვრობდა მათ ბებიამ სოფლიდან გოჭი ჩამოუყვანა.ჩვენ გავზარდეთ სულ ვბანდით და ბავშვივით ვუვლიდით.. სულ რძეზე გავზარდეთ ძალიან გვიყვარდა. მას “ობოლას”ვეძახდით,რადგან დედისგან შორს იზრდებოდა.როცა ღორი გახდა ძალიან გვეშინოდა, ამიტომ მოქეიფე კაცებმა მისგან კარგი მწვადი გააკეთეს.ჩვენ კი მისი საფლავი გაგვითხარეს და ყოველ დღე მანდ ვიყავით და ვგლოვობდით ჩვენს ობოლას…
    ბევრი სასაცილო ისტორია გადამხდენია ბავშვობაში : მეზობლისგან მოპარული მარგარინით და ქვიშით ნამცხვარი გამომიცხვია,ბაღში ქვაბში დარჩენილი ფაფა სულ შემიჩამია და ბავშვები იმ დღეს უჩნელი დამიტოვებია და სხვა მრავალი…
ჩემი ბედნიერი წლები სამუდამოდ დამრჩება მეხსიერებაში.მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა ბევრი რამ შეიცვალა,ცხოვრება მით უფრო რთულდრბოდა რაც ბავშვობა უკან რჩებოდა და მწარე რეალობა ჩემი განუყოფელი ნაწილი ხდებოდა…მაგრამ მოგონებები, ამს ვერაფელი შეცვლის…

                                        .

მე გადავშელე წიგნი პირველი
ეს ბავშვობაა ლამაზი წლები,
როცა პირველად ავიდგი ფეხი…
ფერადი წლები,ლამაზი დღენი,
შავი თეთრია,ბავშვობის წელებში…
ბავშვია ანცი,ლამაზი,ნაზი
ბავშვია სამყარო,სიცოცხლე ლაღი
მეც ვიყავ ბავშვი ოდესღაც ანცი
მიყვარდა ლამაზი ფერადი ბარბი,
ახლა ცხოვრება სულ სხვა გზით მიდის
და ეს ფერები სულ სადღაც მიქრის…

********

…ღმეა.ცას ღრუბელი გველივით შემოხვევია… -მგონი იწვიმებს. ჩუმად გადაულაპარაკა გოგომ ბიჩს,რომელიც სხეულის კანკალით მთელი ღონით ჩაეხუტა გვერდით მჯდომ გაღიმებულ ყმაწვილს… -მოდი წავიდეთ.ისევ აკანკალებული ხმით მიუგო გოგონამ… …გარეთ ცივა.გოგონამ და ბიჩმა ჩაუარეს ეკლესიას გადაისახეს პირჯვარი და გაუდგნენ სახლისკენ მიმავალ ბილიკს..შემდეგ გზები გაიყო,ორთავე თავიანთ სახლებში წავიდნენ…წვიმაც ცოტახანში დაიწყო… ღამის წყვდიადი მზის სინათლემ გადათელა.ნაწვიმარ ქუცჩბზე მხოლოდ ღამენატევი წვიმის წვეთებით გაწუწული ძალები დაიარებიან.ირგვლივ სიჩუმეა მგრამ… ეს სამარისეული სიჩუმე შეცვალა ერთმა გარდნილმა ტყვიამ, რომელსაც შემდეგ მოჰყვა მეორე მესამე და ასე შემდეგ.ხალხი პანიკაშია არავინ არ იცის რა ხება ყველა ქუჩა სავსეა გაოცებული ადამიანთ ჯგუფებით, რომლებსაც სახეზ გადაურბენთ შიშის ის შემზარავი ფაქტი,რომ ომი დიწყო… მართლაც ცოტახანში ქალაქში დიდი აურზაურით შემოდიან რუსი ჯარისკაცები.მრავალი მძიმე არტილერია,იარაღ გადმოგდებული ჯარისკაცები რომლებიც პირველივე შემხვედრ ადამიანს,თვალებში შეუხედავად ადგილზე ხვრეტენ…დაიწყო ხალხის ევაკუაცია.ტვიტმპრინავი სადაც ბავშვები და ქალები ისხდნენ ჩამოაგდეს…საშინელებაა!ადამიანების მკვდარ დამწვარ და დასახიჩრებულ სხეულებს დამშეული ძაღლების ხროვა იყოფს… ომი მოულოდნელად დაიწყო ყველა პანიკაშია…ყველა თავის გადარჩენაზე ფიქრობს.მომღიმარი სახეები დანაღვლიანებულმა და მტირალა სახეებმა ჩაანაცვლეს.ყველა გაურკვეველი მიმმართულებით გარბის.შიში დაუნდობლობა და ბოროტებაა გამეფებული სოხუმის,გაგრის ,ჩამჩირის,გალის,ქუჩებში. გოგონა რომელიც,ღამის პერანგშია გამოწყობილი ფეხშიშველი მირბის მისი ერთადერთი სიყვარულის მოსაძებნად,რომელზეც წუხელის შემდეგ არაფელი შეუტყვია.და უცებ უკნიდან გავარდნილმა ტყვიამ გოგონა მუხლებში მოკეცა.ის უგონოდ დაენარცხა მიწას… გოგონა ყველა ტყვესთან ერთად მოათავსეს, სადღაც დაბნელებულ ქუჩაზე. ირგვლივ ტყვეებს მცველები მიუჩინეს და უბრძანეს გაქცევის შემტხვევაში მოეკლათ ნებისმიერი მათგანი.გოგონა დაჭრილია და განძრევა არ შეუძლია… ქალაქს ბომბავენ.რამოდენიმე ქარტველი ტყვე დახვრიტეს მათი გვამები კი კედლებს მიაყუდეს გაატიტვლეს და ცეცხლი წაუკიდეს.საშინელი სანახაობა იყო.დაჭრილი გოგონა წამოდგა,მიუახლოვდა ნახევრად დანწვარ გვამს,რომელსაც კისერზე ჯვართან ერთად გულსაკიდი ეკიდა წარწერით “სამუდამოდ ნათია”..გოგონას თვალებიდან ცრემლები წვიმის წვეთებივით გადმოუცვივდა,სხეული აუკანკალდა,მუხლებზე დაეცა მთელი ძალით გაყვიროდა მისი სიყვარულის სახელს… მისი სხეული იწვოდა და გოგონას გულიც მასთან ერთად…რუსი ჯარისკაცი გოგონას მიუახლოვდა და თავის ადგილზე დაბრუნება სთხოვა,გოგონა არ დაემორჩილა მის ბრძანებას და გამწარებულმა სახეში ჩააფურთხა.ჯარისკაცმა მოიმარჯვა იარაღი და გოგონა ადგილზე დახვრიტა… ომი ცამეტი თვე და ცამეტი დღე გრძელდებოდა. ათასობით ადამიანის ცხედარი ყვავების ლუკმა გახდა.შემდეგში როგორც ცნობილი გახდა ის შეყვარებული წყვილი ერთმა რუსმა ჯარისკაცმა დიდი საცოდაობით ერთ ნაჭერში შეახვია. ბიჭის დამწვარი სხეული და გოგოს დაფლეთილი გული მიწას მიაბარა… დავმარცხდით…ჩემო აფხაზეთო “მკერდმოჭმული”ხარ უსაქართველოდ… მჯერა რომ ჩვენ დავბრუნდებით!!…

***

     …ღმეა.ცას ღრუბელი გველივით შემოხვევია…
-მგონი იწვიმებს. ჩუმად გადაულაპარაკა გოგომ ბიჩს,რომელიც სხეულის კანკალით მთელი ღონით ჩაეხუტა გვერდით მჯდომ გაღიმებულ ყმაწვილს…
-მოდი წავიდეთ.ისევ აკანკალებული ხმით მიუგო გოგონამ…
    …გარეთ ცივა.გოგონამ და ბიჩმა ჩაუარეს ეკლესიას გადაისახეს პირჯვარი და გაუდგნენ სახლისკენ მიმავალ ბილიკს..შემდეგ გზები გაიყო,ორთავე თავიანთ სახლებში წავიდნენ…წვიმაც ცოტახანში დაიწყო…
ღამის წყვდიადი მზის სინათლემ გადათელა.ნაწვიმარ ქუცჩბზე მხოლოდ ღამენატევი წვიმის წვეთებით გაწუწული ძალები დაიარებიან.ირგვლივ სიჩუმეა მგრამ…
     ეს სამარისეული სიჩუმე შეცვალა ერთმა გარდნილმა ტყვიამ, რომელსაც შემდეგ მოჰყვა მეორე მესამე და ასე შემდეგ.ხალხი პანიკაშია არავინ არ იცის რა ხება ყველა ქუჩა სავსეა გაოცებული ადამიანთ ჯგუფებით, რომლებსაც სახეზ გადაურბენთ შიშის ის შემზარავი ფაქტი,რომ ომი დიწყო…
     მართლაც ცოტახანში ქალაქში დიდი აურზაურით შემოდიან რუსი ჯარისკაცები.მრავალი მძიმე არტილერია,იარაღ გადმოგდებული ჯარისკაცები რომლებიც პირველივე შემხვედრ ადამიანს,თვალებში შეუხედავად ადგილზე ხვრეტენ…დაიწყო ხალხის ევაკუაცია.ტვიტმპრინავი სადაც ბავშვები და ქალები ისხდნენ ჩამოაგდეს…საშინელებაა!ადამიანების მკვდარ დამწვარ და დასახიჩრებულ სხეულებს დამშეული ძაღლების ხროვა იყოფს…
    ომი მოულოდნელად დაიწყო ყველა პანიკაშია…ყველა თავის გადარჩენაზე ფიქრობს.მომღიმარი სახეები დანაღვლიანებულმა და მტირალა სახეებმა ჩაანაცვლეს.ყველა გაურკვეველი მიმმართულებით გარბის.შიში დაუნდობლობა და ბოროტებაა გამეფებული სოხუმის,გაგრის ,ჩამჩირის,გალის,ქუჩებში.
     გოგონა რომელიც,ღამის პერანგშია გამოწყობილი ფეხშიშველი მირბის მისი ერთადერთი სიყვარულის მოსაძებნად,რომელზეც წუხელის შემდეგ არაფელი შეუტყვია.და უცებ უკნიდან გავარდნილმა ტყვიამ გოგონა მუხლებში მოკეცა.ის უგონოდ დაენარცხა მიწას…
     გოგონა ყველა ტყვესთან ერთად მოათავსეს, სადღაც დაბნელებულ ქუჩაზე. ირგვლივ ტყვეებს მცველები მიუჩინეს და უბრძანეს გაქცევის შემტხვევაში მოეკლათ ნებისმიერი მათგანი.გოგონა დაჭრილია და განძრევა არ შეუძლია…
ქალაქს ბომბავენ.რამოდენიმე ქარტველი ტყვე დახვრიტეს მათი გვამები კი კედლებს მიაყუდეს გაატიტვლეს და ცეცხლი წაუკიდეს.საშინელი სანახაობა იყო.დაჭრილი გოგონა წამოდგა,მიუახლოვდა ნახევრად დანწვარ გვამს,რომელსაც კისერზე ჯვართან ერთად გულსაკიდი ეკიდა წარწერით “სამუდამოდ ნათია”..გოგონას თვალებიდან ცრემლები წვიმის წვეთებივით გადმოუცვივდა,სხეული აუკანკალდა,მუხლებზე დაეცა მთელი ძალით გაყვიროდა მისი სიყვარულის სახელს…
მისი სხეული იწვოდა და გოგონას გულიც მასთან ერთად…რუსი ჯარისკაცი გოგონას მიუახლოვდა და თავის ადგილზე დაბრუნება სთხოვა,გოგონა არ დაემორჩილა მის ბრძანებას და გამწარებულმა სახეში ჩააფურთხა.ჯარისკაცმა მოიმარჯვა იარაღი და გოგონა ადგილზე დახვრიტა…
     ომი ცამეტი თვე და ცამეტი დღე გრძელდებოდა. ათასობით ადამიანის ცხედარი ყვავების ლუკმა გახდა.შემდეგში როგორც ცნობილი გახდა ის შეყვარებული წყვილი ერთმა რუსმა ჯარისკაცმა დიდი საცოდაობით ერთ ნაჭერში შეახვია. ბიჭის დამწვარი სხეული და გოგოს დაფლეთილი გული მიწას მიაბარა…
დავმარცხდით…ჩემო აფხაზეთო “მკერდმოჭმული”ხარ უსაქართველოდ…
    მჯერა რომ ჩვენ დავბრუნდებით!!…

დღე როცა სამშობლოს საზღარზე დამიჭირეს…

3 თვის მანძილზე ჩემი სახლ-კარი თვალით არ მინახავს,3 თვე ჩემი სამშობლოს ჰაერით არ მისუნთქია…რაოდენ დიდი დროა ეს სამი თვე ისეთი ადამიანისთვის, რომელსაც აფხაზეთის გარეშე ცხოვრება უბრალოდ ვერ წარმოუდგენია…
      სახლში მხოლოდ 1 დღით ჩავედი პირადი პრობლემების გამო.თუმცა ეს ერთი დღე ჩემთვის საუკუნეს უდრიდა.ისეთი ბედნიერი ვიყავი, როგორც ბავშვი, როცა მას ახალ ბარბის თოჯინას ჩუქნიან…საზღვარი მშვიდობით გადმოვედი შეიძლება ითქვას გამიმართლა,მაგრამ ხვალ….?
      როგორც დედა ტერეზა ამბობდა “ბედნიერებისთვის დღევანდელ დღეზე შესაფერი მომენტი არ არსებობს ბედნიერება პროცესია და არ მიმართულება” სწორედ ამიტომ მე დღეს ბედნიერი ვარ და ხვალინდელი დღეც ისე წარიმართება როგორც ღმერთი განაგებს მას…
….დილა ბედნიერად დაიწყო,მაგრამ როცა წასვლის დრო მოვიდა ჩემი გონება მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრაობდა- გადავიპარო ისე რომ რუსის ჯარისკაცებმა არ შემამჩნიონ.გულზე სევდა დამაწვა.
    უკვე მზად ვარ წავედი…
     სანამ საზრვრამდე მივიდოდი რამოდენიმე ოჯახი გამოვიარე. არავინ არაფელი იცოდა “მოდარაჯე ძაღლების” შესახებ.ისინი ხომ ზოგჯრე ხეებზე ან სადმე ბუჩქებში იმალებიან რათა ნადავლი უფრო ხარისხიანი და სასარგებლო გამოდგეს…როცა საზრვარს მივადქი ავკანკალდი,ვიგრძენი გულის თითოეული ძარღვის შეტოკება,მათი გადჯაჭვა.პულსი მემატებოდა ყოველი ნაბიჯის გადადგმის დროს,ნერწყვი კისერში ძვალივით მეჩხირებოდა…ტიტველ ფეხებზე ეკალი მესობოდა,სახის ყოველი ნაკვთი მწუხარებას გამოხატავდა…გულში ვიმეორებ “-ღმერთო დამეხმარე,მეშინია”ამ სიტყვების ბოლომდე დასრულება ვერ მოვასწარი როცა უკნიდან რუსი ჯარისკაცი დამადგა თავზე…სახეზე ფერი მეცვალა გულისცემა გამიორმაგდა,მიწას მაგრა ვუჭერდი ფეხებს, მაგრამ ტკივილს ვერ ვგრძნობდი…ჩემს ირგვლივ ყველაფერი გაქრა,მაგრამ ჩემს წინ იდგა ფორმაში ჩაცმული იარაღგადმოდებული რუსი,უცებ სახეზე ვიგრძენი ცრემლი,რომელიც ჩემდამი დამარცხების ნიშანი იყო, მე შემეშინდა…ასე გარინდული ვიდექი ხმას ვერ ვიღებდი და ერთ წერტილს რუსის თვალებს ვუყურებდი… ეს აუტანელი გრძნობაა,მას ხომ შეულია დაუფიქრებლად გესროლოს,თუმცა მისი თვალები ადამიანობას გამოხატავდა…
     არ ვიცი რატომ მაგრამ გამომიშვეს,ალბათ იმიტომ რომ ვიტირე ან იქნებ იმიტომ რომ ამით მაგრძნობინეს, რომ ისინი განაგებენ აქაურობას და მათი გადაწყვეტილება კანონია…?!არ ვიცი მაგრამ ფაქტია რომ სამშვიდობოს გადმოვედი და ამოვისუნთქე…

(რეალურ ისტორიაზე დაყრდნობით უფრო შელამაზებულად)

მარტოსული

               

                                                   მარტოსული…

Image

წვიმს,ფოთლები ქრის…მზე მალე დაიძინებს მის თბილ სხივებში…ფანჯრიდან ვიხედები და ვხედავ, როგორ ათამაშებს ქარი ყვითელი ფოთლების ჯოგს…გვიანია, ქუჩის ბილიკები ცარიელია თუ არ ჩავთვლით გოგონას,რომელიც სიცივსგან გაყინულია და ძლივს მიაბიჯებს…მისი ცრემლები გულის ყოველი ძარღვიდან ამოდის.ის მარტოა ქუჩაში და მარტო ცხოვრებაში…

გოგონა შეჩერდა ჩემს ფანჯარასთან…ჩვენი თვალები ერთმანეთს მიესალმა,თითქოს მეხვეწება რომ გავუღო კარი და შევიფარო,მაგრამ მიჭირს ხეიბრის ეტლიდან წამოდგომა…მინდა რომ ჩემსა და მას შორის მეგობრობის მყარი ხიდი გავდო– ვაგრძნობინო რომ ის მარტოა არ არის,ისიც ერთ–ერთ ჩვენგანია…

ასე გამეტებით ვუმზერდით ერთმანეთს.მან უცებ თავი დახარა და  ბილიკს გაუყვა…მას შემდეგ იგი აღარ გამოჩენილა. ის ღამე ახლაც თვალწინ მიდგას.დღესაც ველოდები მის გამოჩენას.მჯერა რომ ის ოდესმე დაბრუნდბა…აუცილებლად დაბრუნდება…მისი დანახვის შემდეგ ჩემი გრძნობა და განცდა ამ ლექსში ჩავაქსოვე…

                                                    ღამეა,გვიანია,ვიღაც დაიბადა

                                                    ცხოვრების სიბნელეს ვეღარ დაემალა…

                                                    გოგოა,ლამაზი,ცისფერი თვალებით

                                                     ლოყაზე ხალი აქვს,იღიმის თვალებით.

                                                     ლამაზი ბავშვია, მაგრამ ობოლია

                                                     საწყალმა რა იცის ახალშობილია…

                                                     უბრალოდ დაიბადა, ნახა მზის სინათლე

                                                     უბრალოდ დაიბადა ახალი სიცოცხლე…

                                                      როცა გაიზრდება ალბათ ბევრს იტირებს

                                                      ალბათ ოცნებაში ოჯახში იძინებს

                                                     ალბათ გაიფიქრებს – რისთვის დავიბადე

                                                    რატომ გამიმეტეს , ღმერთო დამიფარე ?!

                                                   სადმე ჩამოჯდება ძონძებში გახვეული

                                                    თვალებზე ცრემლებით გული დამსხვრეული.

                                                  შორიდან შეხედავს ოჯახის სიყვარულს

                                                 მშობლების სითბოს და ბავშვებთან მხიარულს.

                                                 უფრო ატირდება – მე რა დავაშავე

                                                 მეც ადამიანი ვარ , ღმერთო შემიბრალე?!

                                                  როცა დაინახავს, მიმავალთ სკოლისკენ

                                                  გულში გაიფიქრებს–მალე მეც ვივლიო

                                                დამიბრუნდება დედა მშობელიო…

                                                ისევ ატირდება, ბილიკს  გაუყვება

                                                იქვე ქუჩის ბოლოს პურის ფულს დაუყვება

                                               როცა დანაყრდება , თითქოს გამაგრდება

                                              მერე სახლის ბილიკს ჩქარა გაუყვება

                                             თუმცა რა სახლია ძველი მაღაზია,

                                            მაგრამ ობოლისთვის ნამდვილი სახლია…

                                            საწყალი ჩამოჯდება, ფანჯრიდან გაიხედავს

                                            მისი თვალები ზეცას დაინახავს

                                           ჩუმად წაიკითხავს გულში უფლის ლოცვას

                                           ალბათ გაიფიქრებს– ღმერთი ჩემთანაა

                                           იგი დამიბრუნებს ოჯახს, ასე ნანატრს…

                                           აი ამ ფიქრებში , ამ ოცნებებში

                                          წლები უჩუმრად გაფრინდებიან ,

                                          მაგრამ ობოლი მის ნანატრ ოჯახს

                                          ვერასდროს ვეღარ დაბრუნებია …