1997წლის 8 მარტი
     წამმა წუთი შეცვალა,წუთმა-საათი,საათმა-დღე,დღემ კი წლები…16 წელი გავიდა მას შემდეგ,რაც საავადმყოფოს კარებიდან გამოსულმა ექიმმა გარეთ მყოფ საზოგადოებას ამცნო: “გოგოა,გოგო”…
    რა მალე გავიდა ეს წლები და რა მალე მოვიტოვე უკან ჩემი ბავშვობა,უდარდელი წლები.ბავშვი, რომელიც მხოლოდ იმიტომ ტიროდა, რომ სასურველი ფეხსაცმელი არ ჩააცვეს,ან იმიტომ რომ ბაღში ცოტა საჭმელს აძლევდნენ და მსგავს სისულელეებზე,რომელიც მაშინ ჩემთვის დიდ რაღაცას წარმოადგენდა…
    ყველა ბავშვი თავისი ლექსიკური მარაგით გამოირჩევა და ასევე მეც. მაგალითად:ბებიას ბაბუას ვეძახოდი და ბაბუას ბებიას,წყალს-“ნწაის”,ღმერთს-ღემტოს და მრავალი სხვა…როცა მახსენებენ ჩემს ბავშვობას ძალიან მსიამოვნებს.ძალიან ჭირვეული ვიყავი,მაგრამ ძალიან ლამაზი და ფუტკუნა(როგორც ეხლა)განსაკუთრებით მიყვარდა მამიდას ჩამოტანილი თეთრი კაბა,საყვარელი სათამაშო იყო ჟირაფი და ბარბი.მიყვარდა ზღაპარი წითელქუდა და ვიყავი ძალიან ცანცარა…
     ჩემს მეზობლად 2 გოგონა ცხოვრობდა მათ ბებიამ სოფლიდან გოჭი ჩამოუყვანა.ჩვენ გავზარდეთ სულ ვბანდით და ბავშვივით ვუვლიდით.. სულ რძეზე გავზარდეთ ძალიან გვიყვარდა. მას “ობოლას”ვეძახდით,რადგან დედისგან შორს იზრდებოდა.როცა ღორი გახდა ძალიან გვეშინოდა, ამიტომ მოქეიფე კაცებმა მისგან კარგი მწვადი გააკეთეს.ჩვენ კი მისი საფლავი გაგვითხარეს და ყოველ დღე მანდ ვიყავით და ვგლოვობდით ჩვენს ობოლას…
    ბევრი სასაცილო ისტორია გადამხდენია ბავშვობაში : მეზობლისგან მოპარული მარგარინით და ქვიშით ნამცხვარი გამომიცხვია,ბაღში ქვაბში დარჩენილი ფაფა სულ შემიჩამია და ბავშვები იმ დღეს უჩნელი დამიტოვებია და სხვა მრავალი…
ჩემი ბედნიერი წლები სამუდამოდ დამრჩება მეხსიერებაში.მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა ბევრი რამ შეიცვალა,ცხოვრება მით უფრო რთულდრბოდა რაც ბავშვობა უკან რჩებოდა და მწარე რეალობა ჩემი განუყოფელი ნაწილი ხდებოდა…მაგრამ მოგონებები, ამს ვერაფელი შეცვლის…

                                        .

მე გადავშელე წიგნი პირველი
ეს ბავშვობაა ლამაზი წლები,
როცა პირველად ავიდგი ფეხი…
ფერადი წლები,ლამაზი დღენი,
შავი თეთრია,ბავშვობის წელებში…
ბავშვია ანცი,ლამაზი,ნაზი
ბავშვია სამყარო,სიცოცხლე ლაღი
მეც ვიყავ ბავშვი ოდესღაც ანცი
მიყვარდა ლამაზი ფერადი ბარბი,
ახლა ცხოვრება სულ სხვა გზით მიდის
და ეს ფერები სულ სადღაც მიქრის…